Warning: date(): It is not safe to rely on the system's timezone settings. You are *required* to use the date.timezone setting or the date_default_timezone_set() function. In case you used any of those methods and you are still getting this warning, you most likely misspelled the timezone identifier. We selected the timezone 'UTC' for now, but please set date.timezone to select your timezone. in /home/mediatio/public_html/includes/section_types/news.php on line 7
საბაზისო კურსი მედიაციაში (en)

საბაზისო კურსი მედიაციაში (en)

23 September 2019

ძალიან მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, ედვარდსის მედიაციის აკადემიასთან (https://edwardsmediationacademy.com) თანამშრომლობით, უკვე მეორედ გთავაზობთ ერთობლივ პროგრამას „საბაზისო კურსი მედიაციაში“. აღნიშნული პროგრამა მოიცავს მედიაციის უნარების სრულ კურსს და აერთიანებს, როგორც ონლაინ ტრენინგებს, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან, ასევე შეხვედრებს მედიაციის ქართველ ექსპერტებთან.

პროგრამის ხანგრძლივობა 40 საათი (აღნიშნული საათები გადანაწილდება ხუთ დღეზე), რომელიც თანაბრად იქნება ორიენტირებული, როგორც თეორიული, ასევე აუციელებლი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე.

პროგრამაზე რეგისტრაციისათვის თავდაპირველად უნდა ეწვიოთ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ვებ-გვერდს (www.mediation.ge) და შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა, ღილაკის - „პროგრამაზე რეგისტრაცია“ გამოყენებით (https://goo.gl/forms/ubvmNp7oYOPaCTiU2).

მოცემული მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ედვარდსის აკადემიის ონლაინ პლატფორმის ბმულს ფასდაკლების კუპონთან ერთად, რომელიც მხოლოდ თქვენ მოგცემთ საშუალებას მედიაციის უნარების სრულ კურსზე, რომლის თავდაპირველი ღირებულებაც 499 დოლარია, 120 დოლარად დარეგისტრირდეთ.

აღნიშნული საფასური მოიცავს პროგრამის სრულ ღირებულებას, მათ შორის ქართველი ექსპერტების ტრენინგებსაც.

პირველ ოც მონაწილეს, რომლებიც რეგისტრაციას 29 სექტემბრამდე გაივლიან, შესაძლებლობა ექნებათ 30 სექტემბერს დაესწრონ შეხვედრას ედვარდსის მედიაციის აკადემიის დამფუძნებელთან - ბრუს ედვარდსთან. იგი პროფესიონალი მედიატორია 1985 წლიდან და ამერიკის მასშტაბით დაახლოებით 7,000-მდე დავა აქვს მედიაციის გზით მოგვარებული. მან ცენტრალური როლი ითამაშა ამერიკაში ყველაზე დიდი და ყველაზე წარმატებული კომპანიის JAMS-ის დაფუძნებაში, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც იყო. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) სფეროში არსებულ არაერთ ჯილდოსთან ერთად, ბატონი ედვარდსი 2018 წელს სამართლის ეროვნული ჟურნალის მიერ „ADR-ის ჩემპიონის“ ტიტულით დაჯილდოვდა.

 

შეხვედრის ფარგლებში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ უშუალოდ ბატონი ედვარდსისგან მიიღოთ ინფორმაცია ერთობლივი პროგრამისა და ედვარდსის მედიაციის აკადემიის საქმიანობის შესახებ.

გვსურს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ედვარდსის მედიაციის აკადემიის გუნდს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საოცარი შესაძლებლობისთვის თქვენთვის შემოგვეთავაზებინა აღნიშნული პროგრამა.

პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მედიაციით დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე მუშაობის შესაძლებლობა.


პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი.
დეტალურ ინფორმაციას შეხვედრებთან დაკავშირებით, მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ, მეილის საშუალებით.


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

✉️info@mediation.ge