საბაზისო კურსი მედიაციაში

23 სექტემბერი 2019

ძალიან მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, ედვარდსის მედიაციის აკადემიასთან (https://edwardsmediationacademy.com) თანამშრომლობით, უკვე მეორედ გთავაზობთ ერთობლივ პროგრამას „საბაზისო კურსი მედიაციაში“. აღნიშნული პროგრამა მოიცავს მედიაციის უნარების სრულ კურსს და აერთიანებს, როგორც ონლაინ ტრენინგებს, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან, ასევე შეხვედრებს მედიაციის ქართველ ექსპერტებთან.

პროგრამის ხანგრძლივობა 40 საათი (აღნიშნული საათები გადანაწილდება ხუთ დღეზე), რომელიც თანაბრად იქნება ორიენტირებული, როგორც თეორიული, ასევე აუციელებლი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე.

პროგრამაზე რეგისტრაციისათვის თავდაპირველად უნდა ეწვიოთ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ვებ-გვერდს (www.mediation.ge) და შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა, ღილაკის - „პროგრამაზე რეგისტრაცია“ გამოყენებით (https://goo.gl/forms/ubvmNp7oYOPaCTiU2).

მოცემული მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ედვარდსის აკადემიის ონლაინ პლატფორმის ბმულს ფასდაკლების კუპონთან ერთად, რომელიც მხოლოდ თქვენ მოგცემთ საშუალებას მედიაციის უნარების სრულ კურსზე, რომლის თავდაპირველი ღირებულებაც 499 დოლარია, 120 დოლარად დარეგისტრირდეთ.

აღნიშნული საფასური მოიცავს პროგრამის სრულ ღირებულებას, მათ შორის ქართველი ექსპერტების ტრენინგებსაც.


გვსურს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ედვარდსის მედიაციის აკადემიის გუნდს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საოცარი შესაძლებლობისთვის თქვენთვის შემოგვეთავაზებინა აღნიშნული პროგრამა.

პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მედიაციით დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე მუშაობის შესაძლებლობა.

პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 დეკემბერი.
დეტალურ ინფორმაციას შეხვედრებთან დაკავშირებით, მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ, მეილის საშუალებით.


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

✉️info@mediation.ge; (+995) 558 044400