ჩვენ შესახებ

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია 2015 წელს დაფუძნდა და დღეის მდომარეობით ორასამდე მედიატორსა და მედიაციით დაინტერესებულ პირს აერთიანებს.

ასოციაციის შექმნის მთავარი იდეა საქართველოში მოღვაწე მედიატორებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირების გაერთიანება იყო. იდეის ავტორებს სურდათ შეექმნათ მედიაციის განვითარების ხელშემწყობი მთავარი პლატფორმა, რომლის მიზანიც მედიაციის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად მედიატორთა სწავლება და აკრედიტაცია, მათი ინტერესების დაცვა, მედიატორთა ქცევის წესების შემუშავება და აღსრულება იქნებოდა.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასოციაცია დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. მათი ხელშეწყობით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მედიაციის შესახებ საქართველოს კანონსა და მედიატორთა ეთიკის კოდექსზე.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ასოციაციის წესდების მოთხოვნებს.