ალექსანდრე წულაძე

ალექსანდრე წულაძე არის სამართლის დოქტორი, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან ალექსანდრე წულაძე არის სერტიფიცირებული მედიატორი და აგრეთვე, JAMS-ის (აშშ-ში მედიაციის უმსხვილესი პროვაიდერი ორგანიზაციის) აფილირებული წევრი. გავლილი აქვს მედიაციის კურსი აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, პეპერდაინისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. აგრეთვე, კონფლიქტოლოგიის შესწავლის მიზნით ის 2008 წლიდან მონაწილებს „მშვიდობის ევროპული აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ პროექტებში და მინიჭებული აქვს ამავე ორგანიზაციის ორდენი. ალექსანდრე მონაწილეობდა „მედიაციის შესახებ კანონის“ პროექტის შემუშავების პროცესში და არის სასამართლო მედიაციის წესების თანაავტორი. ამასთან, მას გაუმართავს მოლაპარაკებების წარმოებისა და მედიაციის შესახებ ტრენინგები როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

სამუშაო გამოცდილება:

  • 2007-2009 წლებში იყო სხვადასხვა საადვოკატო ბიუროს იურისტი;
  • 2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიუროს უფროსი;
  • 2011-2012 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;
  • 2013-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
  • 2015 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი.

 

განათლება:

  • 2016 წელს წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სასამართლო მედიაციის შესახებ ნაშრომის დაცვით;
  • 2010 წელს დაამთავრა რომის უნივერსიტეტ - ,,LA SAPIENZA-ს“ მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნეს სამართლის განხრით;
  • 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

 

ტრენინგები მედიაციაში:

  • მედიატორის 40 საათიანი ტრენინგი (Straus Institute of Dispute Resolution, Pepperdine University, California);
  • ჩაღრმავებული ტრენინგი მედიატორებისათვის - JAMS Institute;
  • ტრენინგი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების პროგრამების შემუშავებაში (International Court ADR Institute, University of California, Hastings College of the Law);
  • ტრენინგი გარდასახვით მედიაციაში (იუსტიციის სამინისტრო /Integrierte Mediation Center, Germany);
  • მედიაციის კლინიკა (Columbia University);
  • ტრენერთა ტრენინგი მედიაციაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის NCADR /South Texas College of Law).

სპეციალიზაცია:

  • სახელშეკრულებო, სანივთო და საკორპორაციო სამართლებრივი დავები.

დამატებითი ინფორმაცია:

  • არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი;
  • ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს.

 

დაუკავშირდი