ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; საქართველოს ადვოკატთაასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი. 2005-2013 წლებში ასევე მოღვაწეობდა კავკასიის სამართლის სკოლასა და საქართველოს უნივერსიტეტში. 2005-2007 წლებშიუძღვებოდა სალექციო კურსებს სამართლისა დაეკონომიკის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.
ლევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2004 წლიდან და ამ დროიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. სხვადასხვა დროს მუშაობდა ადვოკატად კს საერთაშორისო იურიდიული ფირმა „გაბისონია, დიტრიხი და პარტნიორები“, სპს „გაბისონია და პარტნიორები“, შპს „J & T Consulting“, იურიდიული ფირმა „ეფ ელ ეს“-ში ადვოკატის, მმართველი პარტნიორისა და დირექტორის პოზიციებზე. საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე მის წარმოებაში იყო და კლიენტის სასარგებლოდ დასრულდა ათეულობით სასამართლო საქმე. აქვს კლიენტების სასამართლოში, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებში და მესამე პირებთან წარმომადგენლობის ცამეტწლიანი გამოცდილება.
2010 წლიდან არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე. საარბიტრაჟო პრაქტიკის მანძილზე განხილული აქვს 2000-ზე მეტი საქმე.
2011 წლიდან იკავებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორის პოზიციას.
ლევან ჯანაშია არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, ასევე არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) თანაავტორი.