არჩილ გიორგაძე

არჩილ გიორგაძე საერთაშორისო საადვოკატო ფირმა „დეკერტ“-ის ქართველი პარტნიორია 2012 წლიდან. „დეკერტი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული საადვოკატო ფირმაა რომელიც ამჟამად აერთიანებს 900-ზე მეტ ადვოკატს მსოფლიოს 28 ოფისში.

კერძო პრაქტიკის დაწყებამდე არჩილი მუშაობდა საქართველოს იუსტიის სამინისტროში, საქართველოს რკინიგზასა და საპარტნიორო ფონდში. მათ შორის, ის წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესში.

საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, არჩილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტს სამართლის სკოლის ასისტენტ პროფესორი. მისი მონაწილეობით დაფუძნდა ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი რომელიც ფინანსდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი გრანტით. ცენტრის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება ქართველი ადვოკატებისათვის და ზოგადად სამართლის სწავლების და პრაქტიკის მიმართულებით.

არჩილს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ის ასევე არის ჰარვარადის სამართლის სკოლის მაგისტრი.


 

 

დაუკავშირდი