Warning: date(): It is not safe to rely on the system's timezone settings. You are *required* to use the date.timezone setting or the date_default_timezone_set() function. In case you used any of those methods and you are still getting this warning, you most likely misspelled the timezone identifier. We selected the timezone 'UTC' for now, but please set date.timezone to select your timezone. in /home/mediatio/public_html/includes/section_types/news.php on line 7
ურთიერთგაგების მემორანდუმი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

05 მაისი 2017

2017 წლის პირველ აპრილს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობა სამოქალაქო-სამართლებრივ დავებს მოიცავს და მიზნად ისახავს მედიაციის პროგრამის იმპლემენტაციის გზით სასამართლოს განტვირთვის ხელშეწყობას.
მემორანდუმს ხელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცერცვაძემ მოაწერეს. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა პირველი სამუშაო შეხვედრა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.