მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 2 ივნისს გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრების დღის წესრიგი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად არჩევნებსაც მოიცავდა, რომლის შედეგადაც ასოციაციას ახალი გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.
ახალარჩეული გამგეობის წევრები არიან:
- ლევან ჯანაშია
- ნათია ჩიტაშვილი
- ეკატერინე შენგელია
- დავით ოყროშიძე
- ოთარ მაჩაიძე
- თეო კვირიკაშვილი
- ლევან ჟორჟოლიანი
- არჩილ გორდულაძე
- ანა პაპკიაური
გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებით, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ლევან ჯანაშია, გამგეობის აღმასრულებელ დირექტორად კი მარი ციცქიშვილი.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ულოცავს მათ და წარმატებებს უსურვებს!