Warning: date(): It is not safe to rely on the system's timezone settings. You are *required* to use the date.timezone setting or the date_default_timezone_set() function. In case you used any of those methods and you are still getting this warning, you most likely misspelled the timezone identifier. We selected the timezone 'UTC' for now, but please set date.timezone to select your timezone. in /home/mediatio/public_html/includes/section_types/news.php on line 7
თბილისის მედიაციის დღეები 2016

თბილისის მედიაციის დღეები 2016

15 მარტი 2017

2016 წლის 21-22 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „თბილსის მედიაციის დღეები 2016“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების, განვითარებისა და მისი ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განუყოფელ ნაწილად ქცევის ხელშეწყობა. კონფერენციაში ქართველ ექსპერტებთან ერთად მედიაციის სფეროში მოღვაწე წამყვანი უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მედიაციის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცერცვაძე სასამართლოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად უძღვებოდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული „თბილსის მედიაციის დღეები 2016-ის“ საორგანიზაციო საკითხებში.

კონფერენცია განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური დახმარებით.