მემორანდუმის პრეზენტაცია

06 მაისი 2017

2017 წლის 4 მაისს, სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისმა” საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თბილისის საქალაქოსა სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პრეზენტაციას უმასპინძლა. აღნიშნული პრეზენტაცია გაეროსა და ევროკავშირის განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიმართა და მიზნად ისახავდა მემორანდუმის მიზნებისა და მის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის მოსამართლეების, მედიატორების, დონორი ორგანიზაციების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საბანკო სფეროს წარმოამდგენლებისათვის გაცნობას.

პრეზენტაციის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ცერცვაძემ ისაუბრა მემორანდუმის მნიშვნელობაზე და მის როლზე, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში მედიაციისა დანერგვასა და განვითარებაში. ბატონმა გიორგიმ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამოქმედო გეგმა და განსახორციელებელი პროექტის დეტალები.

შეხვედრას დონორ ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას პარტნიორობას უწევენ დაგეგმილი პროექტის განხორცელებაში.