ალექსანდრე წულაძემ იურიდიული განათლება 1999-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 2009-2010 წლებში იტალიაში , რომის უნივერსიტეტ „LA SAPIENZA-ში” მიენიჭა საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „სასამართლო მედიაციის ქართული მოდელი ევრო-ამერიკულ პრიზმაში“. ალექსანდრე წულაძე 2007-2009 წლებში იყო სხვადასხვა იურიდიული ფირმის იურისტი; 2011 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსი. 2011-2012 წლებში იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი. 2012-2014 წლებში ეკავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა, 2014-2015 წლებში კი ამავე განყოფილების უფროსის. 2015 წლიდან დღემდე ალექსანდრე წულაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსია. ალექსანდრე წულაძე სხვადასხვა დროს არაერთი სამეცნიერო გრანტის ბენეფიციარი იყო. იგი სხვადასხვა საჯარო, თუ კერძო ორგანიზაციების მიწვევით აქტიურად უძღვება ტრენინგებს მედიაციისა და სამართლებრივი მოლაპარაკებების სფეროში. 2011 წლიდან კი არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.