საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრის მოვალეობები გაწერილია, ასოციაციის წესდების მე-5 მუხლში. წევრი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წესდება და მმართველობითი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. გაუფრთხილდეს და დაიცვას ასოციაციის ავტორიტეტი, სახელი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, ქონება და მის განკარგულებაში არსებული სხვა სიკეთეები. დათქმულ ვადაში გადაიხადოს საწევრო გადასახადი, არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ასოციაციაში მისი უფლებების განხორციელების შედეგად. ასოციაციის წევრი ასევე ვალდებულია, დაიცვას მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსი საერთო კრების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.