2017 წლის 26-29 დეკემბერს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (GAM) მიერ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან (TCJ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან (TSU NCADR) თანამშრომლობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ჩატარდა თანამედიატორთა (Co-mediators) სასერტიფიკატო ტრენინგი.
ტრენინგის ფარგლებში მომზადდა 21 სერტიფიცირებული მედიატორი: პაატა კოპალეიშვილი, როსტომ გუნთაიშვილი, გიორგი ბაღანაშვილი, ანა გურიელი, ნინო ბურდული, ქეთევან მამადაშვილი, გურამ ბარნაბიშვილი, დალი ვასაძე, ფაიგ მუსტაფაევი, ედუარდ ამოევი, ნიკოლოზ ნაცვლიშვილი, თამთა მოგელაძე, თამთა ჯღარკავა, ნინო გველესიანი, ანა პაპკიაური, მერი წერეთელი, ნინო ჯოხაძე, თამარ ბენდელიანი, თამარ კანკავა, ელშად ახვედოვი, ნინო საჯაია.
სერტიფიცირებული მედიატორები სამედიაციო პრაქტიკას განახორციელებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაფომებული მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილი პროექტისათვის, რომელიც სამოქალაქოსამართლებრივ დავებზე მედიაციის დანერგვის გზით სასამართლოს განტვირთვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ინტენსიურ ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა (GAM) და თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR), ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტრენერები: გიორგი ცერცვაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ეთერ ჩაჩანიძე, არჩილ გორდულაძე, ნათია ჩიტაშვილი, ლევან ჯანაშია და ოთარ მაჩაიძე. ტრენინგი წარიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადებული ტრეინინგ მოდულისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (EWMI-PROLoG) ხელშეწყობით დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ შემუშავებული სასწავლო მასალების საფუძველზე.