მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 22 აპრილს, 12 საათზე გაიმართება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება (მის: ჭავჭავაძის გამზ. 1, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის სააქტო დარბაზი). გთხოვთ, ასოციაციის საერთო კრებაზე დასწრება დაადასტუროთ 2018 წლის 18 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@mediation.ge.
ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშული კრების ფარგლებში მოხდება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა. ასოციაციის გამგეობის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია იყოს ასოციაციის ნებისმიერი წევრი, შეგახსენებთ, რომ ერთ პრიოვნებას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ აქვს უფლება დაიკავოს აღნიშული თანამდებობდა. კანდიდატ(ებ)ის წარდგენის უფლება აქვს ასოციაციის ნებისმიერ წევრს. გამგეობის წევრობის კანიდატად რეგისტრაციისათვის, 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით, გთხოვთ წარმოადგინოთ განაცხადი გამგეობის წევრობის კანდიდატის თანხმობასთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით: elections@mediation.ge. განმცხადებელმა განაცხადის გამოგზავნიდან ერთი დღის ვადაში უნდა მიიღოს მეილი რეგისტრაციის დადასტურების შესახებ, აღნიშნულ ვადაში დასტურის მიუღებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 558 04 44 00.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებასთან დაკავშირებით კითხვებისა და მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@mediation.ge
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება გეცნობებათ მეილის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია