ტერმინთა განმარტება:
1.1. მედიაცია- საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დადგენილი წესების თანახმად მედიაცია არის დავის გადაწყვეტის მოქნილი,კონფიდენციალური და ნებაყოფლობითი პროცესი,რომელშიც მედიატორი გამოდის,როგორც დამოუკიდებელი პირი,რომელიც მხარეებს ეხმარება დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაში. მხარეები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას შეთანხმების შესახებ და განსაზღვრავენ მის პირობებს.
1.2. მხარე- ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირები) რომელსაც მიაჩნია,რომ მისი უფლება დაირღვა და დავის მოსაგვარებლად მიმართავს მედიაციას.
1.3. კეთილსინდისიერი მედიაცია- მხარეები მედიაციის პროცესში თანხმდებიან,რომ გამოიჩინონ კეთილსინდისიერი ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად. რაც გულისხმობს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობას ორმხრივად მისაღები შეთანხმების მიღების მიზნით.
1.4. მედიატორი- საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ინდივიდუალურად განსაზღვრული და უფლებამინიჭებული პირი,რომელმაც უნდა წარმართოს მედიაციის პროცესი ამ წესების თანახმად.
1.5. მედიაციის საფასური- თანხა, რომელსაც მხარეები იხდიან მედიაციაზე შეთანხმების შემდეგ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად.
1.6. მედიატორის გასამრჯელო- საზღაური მედიატორის მომსახურებისთვის.
1.7. შეთანხმება მედიაციის შესახებ- დოკუმენტი ან ხელშეკრულების ნაწილი რომელშიც მხარეები თანხმდებიან მათ შორის არსებული ან მომავალში წარმოშობილი დავების მედიაციისთვის გადაცემის შესახებ და რომელიც განსაზღვრავს წესებს,რომლის მიხედვითაც უნდა გაიმართოს მედიაციის პროცესი.
1.8. მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება- მედიაციაში მონაწილე მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების პირობების ამსახველი დოკუმენტი.
1.9. Co-mediation-მედიაციის პროცესი რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მედიატორი. მედიატორები მოქმედებენ ერთობლივად რათა დაეხმარონ მხარეებს დავის მოგვარებაში.
1.10. Caucus mediation- თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მედიატორი კონფიდენციალურობის პირობით ხვდება მხარეებს ცალ-ცალკე და სთავაზობს მხარეებს მათ მიერ გამოთქმული შეხედულებების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ დავის მოგვარების ალტერნატიულ გზებს.
2. მედიატორის როლი
2.1. მედიატორი უნდა მოქმედებდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად მედიაციის პროცესში.
2.2. მედიატორი ეხმარება მხარეებს მოლაპარაკების გზით მიაღწიონ მათთვის მისაღებ შეთანხმებას დავის მოსაგვარებლად შემდეგი მოქმედებების განხორციელებით:
2.3. მედიატორმა უნდა წარმართოს მედიაციის პროცესი იმ მეთოდით რომელიც მისი ღრმა რწმენით დავის დეტალებისა და მხარეთა სურვილის გათვალისწინებით შეესაბამება შექმნილ სიტუაციას.
2.4. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.მედიატორს შეუძლია კომუნიკაცია დაამყაროს მხარეებთან ზეპირსიტყვიერად ან წერილობით, ორივე მხარესთან ერთობლივად ან ინდივიდუალურად. მოიწვიოს შეხვედრა ან შეხვედრები მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შეთანხმებულ ადგილზე.
2.5 მედიატორთან ინდივიდუალური კონსულტაციის დროს გამხელილი ფაქტები კონფიდენციალური უნდა დარჩეს მეორე მხარისთვის,თუ არ არსებობს ინდივიდუალურ კონსულტაციაში მონაწილე მხარის ნათლად გამოხატული თანხმობა ამ ფაქტების გამხელასთან დაკავშირებით.
2.6. მედიატორი არ უწევს მხარეებს იურიდიულ კონსულტაციას და არ არის მათი წარმომადგენელი მედიაციის პროცესში.მხარეებმა თავად უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია და მიიღონ გადაწყვეტილება მედიაციის პროცესში განსახორციელებელი ნებისმიერი ქმედებისა თუ უმოქმედობის შესახებ.
3. მხარეთა როლი
3.1. მხარეებმა უნდა შეასრულონ ყველა აუცილებელი ქმედება მედიაციის პროცესის სწრაფად,ჯეროვნად და ეფექტურად წარმართვისთვის.
3.2. თითოეული მხარე:
4. მედიატორის არჩევა
მედიატორს ირჩევს ორივე მხარე ურთიერთშეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდენენ მედიატორის კანდიდატურაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს მედიატორს ან სთავაზობს მხარეებს მედიატორთა ჩამონათვალს. მედიატორი ითვლება არჩეულად თუ მხარეების მიერ გაკეთებული არჩევანი ერთხელ მაინც დაემთხვევა.
5. მედიატორის აცილება.
თუ მედიატორს სათანადოდ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ ასრულებს მედიატორის ფუნქციას ან წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აიცილებს მედიატორს და დანიშნავს ახალ მედიატორს მე-4 პუნქტის თანახმად. მედიატორის აცილებამდე საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ეცნობა მხარეებისა და მედიატორის პოზიციას.
6. მოსამზადებელი სხდობა (შეხვედრა)
6.1.თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მედიატორი მათი მონაწილეობით იწვევს მოსამზადებელ სხდომას პირადად ან ვიდეოკონფერენციის სახით. სხდომა(შეხვედრა) ტარდება დავის მედიაციისთვის გადაცემიდან უმოკლეს ვადაში.
6.2. მოსამზადებელი სხდომა იმართება რათა მხარეები(მა) მედიატორის დახმარებით:
7. ერთობლივი შეხვედრა
7.1. ერთობლივ შეხვედრას ხსნის მედიატორი შესავალი (გახსნითი) სიტყვით,რომელიც შეიცავს მედიატორისა და მხარეების როლის მოკლე მიმოხილვას.
7.2. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან მედიატორი თითოეულ მათგანს განუსაზღვრავს ზუსტ დროს ,რათა მათ წარადგინონ განაცხადი და ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულებები დავასთან დაკავშირებით.
7.3. თუ მედიატორი საჭიროდ მიიჩნევს ის განცალკევებით ხვდება მხარეებს 1.10. პუნქტის წესების მიხედვით.
7.4. მხარეებთან მოლაპარაკების შემდეგ (7.3) მედიატორი სთავაზობს მათ კონფლიქტის მოგვარების განსხვავებულ გზებს.
7.5. მედიატორი წყვეტს მედიაციის პროცესს თუ მიიჩნევს რომ მისი და მხარეთა ცდის მიუხედავად სადაო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია.
7.6. თუ შეთანხმება მიღწეულია მედიატორი ეხმარება მხარეებს შეთანხმების წერილობით გაფორმებაში.
8. კონფიდენციალურობა
8.1. მედიაციის ყველა შეხვედრა მათ შორის მოსამზადებელი და ერთობლივი შეხვედრა კონფიდენციალურია და მასში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მედიატორი,მხარეები და კომპეტენტური ორგანოს მიერ შერჩეული პირები რომლებიც უზრუნველყოფენ მედიაციის პროცესის ტექნიკურ მხარეს. (თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ)
8.2. თუ მხარეთა შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულინებისმიერი ზეპირი ან წერილობითი ინფორმაცია, რომელიც მომზადდა ან გაჟღერდა მედიაციის პროცესის დროს, კონფიდენციალურია და არ გამოიყენება მტკიცებულებად სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვისას.
8.3. აუდიო ან ვიდეო ჩანაწერები რომლებიც აღწერენ მედიაციის პროცესში განხორციელებულ კომუნიკაციას ელექტრონული ან სხვა ფორმით არ გამოიყენება მტკიცებულებად.
8.4. არც საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, არც მედიატორი არ არის უფლებამოსილი შეინახოს დოკუმენტები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია დავასთან ან მხარეებთან. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს მხარებს, ან განადგურდეს მედიაციის პროცესის დასრულებისთანავე, მხარეთა თანდასწრებით.
8.5. თუ მედიატორი ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო საქმიანობას,ის ვალდებულია დაიცვას მარეთა ანონიმურობა და გაამართლოს მათი მოლოდინი კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
9.მედიაციის პროცესის ადგილი
მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ მედიაციის პროცესის ადგილს.თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შეუძლია შეხვედრის ადგილის განსაზღვრა
10. მედიაციის პროცესის ენა
თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მედიაციის პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
11. მედიაციის საფასური
11.1. მედიაციის პროცესის წარმართვისათვის დაწესებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს ადგენს საქართველოს მედიატორთა ასოციაცია იმის გათვალისწინებით, თუ რა ამოცანის შესრულება აკისრია მას.
11.2. თუ დავის ღირებულება არ არის განსაზღრული ადმინისტრაციულ ხარჯებს ადგენს საქართველოს მედიატორთა ასოციაცია თავის შეხედულებით, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის დავის სიდიდის(სირთულის) მიხედვით.
11.3.ამ მომსახურებით სარგებლობისას, მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას გადაიხადონ მედიაციის ხარჯები და ამასთანავე ორგანიზაციის, ფართის და სხვა ხარჯები წინასწარ. მხარეები არ იხდიან დამატებით ფართის ან სხვა ხარჯებს თუ მხარეების შეთანხმდნენ შეხვედრაზე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის იურიდიულ მისამართზე.
11.4. მხარეებმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმართული მედიაციის დროს უნდა გადაიხადონ მედიატორის ყველა აუცილებელი ხარჯი, მათ შორის მგზავრობის ღირებულება და სხვა. ხარჯები უნდა იყოს აღნიშნული მედიაციის შეთანხმებაში და ის ნაწილდება მხარეთა შორის თანახბრად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თითოეულმა ხმარემ უნდა შეიტანოს დეპოზიტზე საერთო თანხის მისი პროპორციული წილი.
11.5. თუ მხარეთა და მედიატორს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული მედიატორის ანაზღაურება განისაზღვება დროის იმ მონაკვეთით, რომელიც მან გაატარა მოლაპარაკებების პროცესში. ეს ხარჯები ემყარება საათობრივ ანაზღაურებას, რომელიც დაწესებულია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ მედიატორის დანიშვნის, მედიატორთან და მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ.