თავმჯდომარის მიმართვა

მოგესალმებით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ვებ-გვერდზე!

ჩემთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა მოგესალმოთ, როგორც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე. ვფიქრობ, განსაკუთრებულად საინტერესოა დაარსების დღიდან მონაწილეობდე რაღაცა ახლის ზრდასა და განვითარებაში. ამ ვებ-გვერდის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ესაა, გვსურს თითოეულ მედიაციით დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღის ამ პროცესში, გაეცნოს მედიაციის სფეროში არსებულ სიახლეებსა და მიმდინარე პროექტებს.

გვსურს უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს მედიაციის სერვისით სარგებლობა და ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს მედიაციის შესახებ სრულყოფილი და ღირებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

ვფიქრობ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მედიაციის განვითარებას და მისი, ჩვენი სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გამოყენებად ნაწილად ქცევას.

მე, როგორც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, სრულ მზაობას ვაცხადებ მოვისმინო თქვენი ნებისმიერი იდეა და მხარი დავუჭირო თქვენს ყველა გონივრულ და შედეგზე ორიენტირებულ წამოწყებას.

 

 

პატივისცემით,

 

 

ლევან ჯანაშია

პარტნიორები